Sunday, September 28, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდეები,გავამზადეთ ბლოგზე ასატვირთად.გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები,მივეცით რჩევები.
საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგზე.
ცხრა დღის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ,კომპიუტერთან მუშაობის საჭირო და აუცილებელ უნარებს დავეუფლეთ,რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.დიდი მადლობა მას და განათლების სამინისტროს საინტერესო ტრენინგების ორგანიზებისათვის.

Sunday, September 21, 2014

მერვე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ბლოგზე  ანიმაციების დადება,ახალი გვერდების დამატება,როგორ შევქმნათ გამოკითხვის ან ტესტირების ფორმები.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, September 20, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით შეფასების რუბლიკებს. განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები.გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და მსჯელობის შემდეგ  ჩემს პრეზენტაციაში შევიტანე შესწორება.
დისკუსია და ერთმანეთის აზრის გამოხატვა კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ტრენინგის დღეს.
მადლობა ტრენერს.

Saturday, September 13, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით გაკვეთილის დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის.ვისაუბრეთ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ.გავეცანით გარდნერის ინტელექტის თეორიას.ტრენინგი დამეხმარება ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებაში.



ბუკლეტი

მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო ტრენინგი. გავიხსენეთ ინტერნეტიდან სურათების და ინფორმაციის გადმოტანა.გადმოვიწერე სურათები ჩემი პროექტისათვის.გავეცანით საავტორო უფლებებს და ჩემი საქაღალდის საავტორო უფლებების ფაილში მივუთითე მოძებნილი სურათების მისამართები.ვისაუბრეთ ინტერნეტზე,როგორც საკომუნიკაციო საშუალებაზე.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე,ვორდის დოკუმენტებში,დრაივზე.გავეცანით მოსწავლის ნიმუშებს. ტრენინგზე ნასწავლი ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესში, საინტერესო  გაკვეთილების ჩატარებაში და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
.პროექტის გემა

Wednesday, September 10, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლის შეფასების შეჯამებას.შევადგინე  შეფასების დროის ჩარჩო და წინარე ცოდნის განმსაზღვრელი რუბრიკის ნიმუში.საინტერესო ტრენინგი იყო .ვისწავლე შეფასების სტრატეგიების გამოყენება პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.

ჩემი ბუკლეტი

Tuesday, September 9, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ჩემი პროექტის თემა არის ,,ქართველები გერმანელების მხარეს მეორე მსოფლიო ომში".მოვამზადე პროექტის შესაბამისი ბუკლეტი.გავეცანით მე-2 მოდულის პირველ და მეორე აქტივობებს.ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიე ჩემი პროექტის შესაბამისი სტანდარტები და შევიტანე პროექტის გეგმაში.განვსაზღვრე პროექტის მიზნები.გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების ნიმუშებს .ჩემი პროექტის ზოგადი კითხვა იქნება რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე.დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ პროექტის შესაქმნელად.

Saturday, September 6, 2014

მეორე დღის რეფლექსია

გავიარე პირველი მოდულის დარჩენილი აქტივობები,გავეცანი პუბლიკაციის მომზადებას.ვნახეთ ბუკლეტების,გაზეთების შაბლონები.ავირჩიე რამდენიმე ნიმუში რომელსაც გამოვიყენებ ჩემს პროექტზე მუშაობისას.გავიხსენეთ ვორდის პროგრამა.

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით ვიევერის პროგრამას, პროგრამის 8 მოდულს, გავიარეთ პირველი მოდულის 3 აქტივობა,შევქმენით საქაღალდეები.იმედია ვიმუშავებთ კარგად  და მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ სასწავლო პროცესის უკეთ წასამართად.