Sunday, September 28, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდეები,გავამზადეთ ბლოგზე ასატვირთად.გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები.გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები,მივეცით რჩევები.
საქაღალდე ავტვირთეთ ბლოგზე.
ცხრა დღის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ,კომპიუტერთან მუშაობის საჭირო და აუცილებელ უნარებს დავეუფლეთ,რაც ჩვენი ტრენერის დამსახურებაა.დიდი მადლობა მას და განათლების სამინისტროს საინტერესო ტრენინგების ორგანიზებისათვის.

Sunday, September 21, 2014

მერვე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ბლოგზე  ანიმაციების დადება,ახალი გვერდების დამატება,როგორ შევქმნათ გამოკითხვის ან ტესტირების ფორმები.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, September 20, 2014

მერვე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით შეფასების რუბლიკებს. განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები.გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და მსჯელობის შემდეგ  ჩემს პრეზენტაციაში შევიტანე შესწორება.
დისკუსია და ერთმანეთის აზრის გამოხატვა კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ტრენინგის დღეს.
მადლობა ტრენერს.

Saturday, September 13, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით გაკვეთილის დაგეგმვას მოსწავლეთა წარმატებისათვის.ვისაუბრეთ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და დავეხმაროთ მათ.გავეცანით გარდნერის ინტელექტის თეორიას.ტრენინგი დამეხმარება ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებაში.



ბუკლეტი

მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო ტრენინგი. გავიხსენეთ ინტერნეტიდან სურათების და ინფორმაციის გადმოტანა.გადმოვიწერე სურათები ჩემი პროექტისათვის.გავეცანით საავტორო უფლებებს და ჩემი საქაღალდის საავტორო უფლებების ფაილში მივუთითე მოძებნილი სურათების მისამართები.ვისაუბრეთ ინტერნეტზე,როგორც საკომუნიკაციო საშუალებაზე.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე,ვორდის დოკუმენტებში,დრაივზე.გავეცანით მოსწავლის ნიმუშებს. ტრენინგზე ნასწავლი ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესში, საინტერესო  გაკვეთილების ჩატარებაში და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში
.პროექტის გემა

Wednesday, September 10, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლის შეფასების შეჯამებას.შევადგინე  შეფასების დროის ჩარჩო და წინარე ცოდნის განმსაზღვრელი რუბრიკის ნიმუში.საინტერესო ტრენინგი იყო .ვისწავლე შეფასების სტრატეგიების გამოყენება პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.

ჩემი ბუკლეტი